ბლოგის შექმნის მიზანი



მოგესალმებით!

ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემთან, ამ ბლოგზე. მე ვარ ირმა კოპინაშვილი,
სსიპ თბილისის N 94 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი.

პროფესიული განვითარების მიზნით გადავწყვიტე საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა,ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ სივრცეში მოთავსება. ბლოგს გამოვიყენებ საქართველოს მასწავლებლებთან კავშირის დასამყარებლად.ეს იქნება ადგილი,სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს იდეებს, პროფესიული ზრდის გამოცდილებებს, ვიმსჯელებთ, გავმართავთ დისკუსიებს,მივიღებთ მონაწილეობას გამოკითხვებში და შევაფასებთ ერთმანეთს კომენტარების სახით.ასეთი ურთიერთობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობასა და პედაგოგიური საქმიანობის ხარისხის ზრდას. ბლოგი დამეხმარება,მონიტორინგი გავუწიო ჩემი პროფესიული საქმიანობის მზარდ განვითარებას.

ბლოგი იქნება აგრეთვე მშობლებისა და მოსწავლეების ურთიერთობის ადგილი. ისინი გაეცნობიან და თვალყურს ადევნებენ განათლების სისტემაში განხორციელებულ სიახლეებს.
ვფიქრობ,აქ განთავსებული ინფორმაციები საინტერესო აღმოჩნდება ყველა დაინტერსებული პირისთვის და დაგვეხმარება ურთიერთთანამშრომლობის საინტერესოდ წარმართვაში.
ჩემი დევიზია:„ეძიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვა ბრძენთან საუბრის ტოლფასია და ეძიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვას უდრის“.
ვიმედოვნებ,ჩვენი ურთიერთობა წიგნის წაკითხვის ტოლფასი იქნება.


წარმატებები ყველას!





4 comments:

  1. ნამდვილად საინტერესო,მრავალფეროვანი და შემოქმედებითად დატვირთული გვერდია. ძალიან მომეწონა.დარწმუნებული ვარ , მიზანი, რომელიც შენ დაისახე ნამდვილად წარმატებული შედეგის მომტანი იქნება. :) გისურვებ წარმატებებს!!!

    ReplyDelete
  2. მადლობა,ნინო!მიზანთან მისასვლელ გზას თქვენი თანადგომა მიადვილებს!

    ReplyDelete
  3. დიდი ხანია გიცნობ და ხარ შრომისმოყვარე, მიზანდასახული და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. არ უშინდები სიახლეებს, პირიქით, წარმატებით ნერგავ მათ შენს მუშაობაში.მინდა წარმატებები გისურვო შენს საყვარელ საქმიანობაში.

    ReplyDelete
  4. მადლობა,ქეთი!წარმატებები შენ!

    ReplyDelete