საწრეო მუშაობა-ქართული


            







                            








        წრე "აქტიური მკითხველი"


                                        06.06.2019 წ.
თემა:შატაიძის "მართლმსაჯულების ზარი"
მიზანი:ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება;ტექსტში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება; შემოქმედებითი უნარების განვითარება;სოციალური უნარების განვითარება.

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია მართლმსაჯულების ქალღმერთზე. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მათ წაიკითხეს ტექსტი.იმუშავეს ლექსიკურ ერთეულებზე.გაგება-გაზრების მიზნით უპასუხეს შეკითხვებს.იმუშავეს ჯგუფებში. ჯგუფის თითოეულმა წევრმა მოირგო მოსამართლის როლი.მათ იმსჯელეს მდიდარი კაცის დანაშაულზე და გამოუტანეს განაჩენი.თითოეულმა ჯგუფმა წერილობით წარმოადგინა საკუთარი ვარიანტი.წარმოდგენილი განაჩენის ირგვლივ გამართეს კამათი და არგუმენტირებულად მსჯელობდნენ საკუთარ ვარიანტზე.შემდეგ მოისმინეს ტექსტში მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი და შეადარეს. მხოლოდ ერთი ჯგუფის მიერ გამოტანილი განაჩენი აღმოჩნდა ტექსტში გამოტანილი განაჩენის მსგავსი.




















                                    30.05.2019 წ.
თემა:ვაჟა-ფშაველას "ის კი არ არის ბიჭობა"
მიზანი:ლექსის წაკითხვა და გაგება-გააზრება; ზეპირმეტყველების განვიტარება;წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსი.განმარტეს მათთვის გაუგებარი სიტყვები;გაიხსენეს  შემთხვევები,სადაც უსამართლოდ დაჩაგრულისთვის მხარი დაუჭერიათ.ლექსში გამოთქმულ აზრს დაუკავშირეს ანდაზები.საკუთარი აზრი გამოთქვეს ისეთი ბიჭების შესახებ,რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ.იმსჯელეს რაში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს და რაში-არა. დაასახელეს მეგობრობის რამდენიმე წესი.გაიხსენეს წინა მეცადილეობაზე ნანახი ფილმი "ყურშა გაყოყოჩდა",შეადარეს ერთმანეთს,გაავლეს პარალელი დღევანდელობასთან,იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნები.









                                        23.05.2019წ.
თემა:ყურშა გაყოყოჩდა"
მიზანი:ზეპირმეტყველების განვითარება;კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მოსწავლეებმა ნახეს ქართული მულტიპლიკაციური ფილმი "ყურშა გაყოყოჩდა". მოსწავლეებმა დახასიათეს მთავარი პერსონაჟი.არგუმენტირებულად იმსჯელეს მის დადებით და უარყოფით თვისებებზე და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები.









                                       16.05.2019 წ.
თემა:"გულკეთილი ქვრივი"
მიზანი:ემოქმედებითი უნარის განვითარება; პერსონაჟის დახასიათება და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა.

სათაურის მიხედვით მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები ფილმის შინაარსის შესახებ.შემდეგ უყურეს ფილმს გახმოვანების გარეშე და კვლავ გამოთქვეს ვარაუდები. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ფილმი ნახეს გახმოვანებით.მათ შეადარეს ვარაუდები და ფილმში განვითარებული მოვლენები და აღნიშნეს,რომ  მათი მოსაზრებები არ დაემთხვა.ისაუბრეს პერსონაჟის თვისებებზე და გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულებები.











                                     02.05.2019 წ.
თემა:"კეთილი საქციელი"
მიზანი:შემოქმედებითი  და სოციალური უნარების განვითარება.

მოსწავლეებმა ნახეს ფილმი გახმოვანების  გარეშე. ფილმის ნახვის შემდეგ მათ ჯგუფებში გამოთქვეს ვარაუდები და შეადგინეს პატარა ამბავი. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი.შემდეგ ფილმი ისევ ნახეს გახმოვანებით, შეადარეს საკუთარ ვარაუდებს და აღმოაჩინეს ბევრი მსგავსი მოვლენა.მათ იმსჯელეს   პერსონაჟების საქციელზე და გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულებები.გაიხსენეს შესწავლილი ნაწარმოები "ლომი და თაგვი"და შეადარეს ერთმანეთს.















                                     25.04.2019 წ.                   

თემა:ნ.ლომოურის"კატო"
მიზანი: ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება; პერსონაჟის საქციელის შეფასება და საკუთარი მოსაზრების ახსნა;მაორგანიზებელ სქემებზე მუშაობა;შემოქმედებითი უნარის განვითარება. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი ინდივიდუალურად.იმუშავეს ლექსიკურ ერთეულებზე. წყვილებში იმუშავეს პერსონაჟის რუკაზე.უპასუხეს შეკითხვებს. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულებები საკითხის ირგვლივ.   











                              
                                         18.04.2019 წ.

თემა:ა.წერეთლის"გამოცდის შემდეგ"
მიზანი: ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება; წაკითხული ტექსტის მიმართ საკუთარი  დამოკიდებულებების გამოხატვა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი ინდივიდუალურად.წაკითხულის გაგება-გააზრების მიზნით უპასუხეს შეკითხვებს.შეაფასეს პერსონაჟის ქცევები, არგუმენტირებულად იმსჯელეს მოქმედი გმირების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შესახებ,გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულებები საკითხის ირგვლივ.გაითამაშეს დიალოგი თავაზიანი ფორმების გამოყენებით.











                                       11.04.2019 წ.
თემა: "მუხა".
მიზანი:ფილმის ჩვენება;ნანახის განხილვა/გაანალიზება;პერსონაჟების საქციელის შეფასება და საკუთარი დამოკიდებულებების ახსნა;კრიტიკული აზროვნების განვითარება;ზეპირმეტყველების განვითარება.

მოსწავლებმა ნახეს ფილმი.დაახასიათეს პერსონაჟები,შეაფასეს მათი ქცევები არგუმენტირებულად და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები.გამოთქვეს ვარაუდები იმის შესახებ,თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები შემდგომში.










                                         04.04.2019 წ.
თემა:"ძველი ციხესიმაგრე"
მიზანი:  ტექსტის წაკითხვა;ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა;ტექსტის გაგება-გააზრება;შემოქმედებითი უნარების განვითარება;

მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი,განმარტეს მათთვის უცხო სიტყვები,უპასუხეს შეკითხვებს.ჯგუფებში შეასრულეს ნამუშევრები. წაიკითხეს თითოეული ჯგუფის ნამუშევრები,იმსჯელეს რა მოეწონათ და რა - არა და საკუთარი მოსაზრებები გაამყარეს არგუმენტებით.










                                        28.03.2019 წ.
თემა: ნ.შატაიძის "ტყეში"
მიზანი: ტექსტის წაკითხვა;ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა;შინაარსის გათვალისწინებით ეპიზოდებად დაყოფა და დასათაურება.

მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს წყვილებში.იმუშავეს ლექსიკურ ერთეულებზე. ტექსტი დაყვეს ეპიზოდებად,დაასათაურეს,შეადგინეს გეგმა და გადმოსცეს თითოეული ეპიზოდის შინაარსი.ისაუბრეს და იმსჯელეს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.





                                       21.03.2019 წ.
თემა: რ.ინანიშვილის "ჩვენი ხევი"
მიზანი: ტექსტის წაკითხვა;ლექსიკური მარაგის გამდიდრება;ტექსტში დაყოფილი მონაკვეთების მიხედვით კითხვების დასმა და პასუხის გაცემა;

             მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებად.წაიკითხეს მონაკვეთებად დაყოფილი ტექსტი,იმსჯელეს თითოეული მონაკვეთის შესახებ და დასვეს კითხვები.ჯგუფებმა შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები,შეარჩიეს საუკეთესო კითხვები და უპასუხეს. იმუშავეს სიტყვის სკივრზე.მოსწავლებმა განივითარეს ტექსტზე მუშაობისა და თანამშრომლობის უნარები;ხელი შეეწყო კითხვის ჩამოყალიბებისა და დასმის უნარის განვითარებას.








                                      07.03.2019 წ.
თემა:მეგობრობა
მიზანი:ფილმების ჩვენება;ნანახის განხილვა/გაანალიზება; მედიაინფორმაციის დეკოდირების უნარ-ჩვევების განვითარება;მედიაინფორმაციის სანდოობის შეფასება;კრიტიკული აზროვნების განვითარება;ზეპირმეტყველების განვითარება.

            მოსწავლეებმა ნახეს ფილმები "მეგობრობა" და "კაცი და ლომი".დაახარისხეს მიღებული ინფორმაცია.გაიხსენეს იმავე თემაზე ნასწავლი ნაწარმოებები ქართულსა და ინგლისურში.გაანალიზეს პერსონაჟების მოქმედებები.იმსჯელეს მეგობრობაზე და მეგობრის თვისებებზე,ისაუბრეს ადამიანისა და ცხოველების ერთგულებაზე.შეაფასეს მედიანფირმაციის სანდოობა.







                                     26.02.2019 წ.  
თემა:"უხეირო დათუნია"
მიზანი: მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება;ნანახის განხილვა/გაანალიზება; კრიტიკული აზროვნების განვითარება;ზეპირმეტყველების განვითარება.

           მოსწავლეებმა ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი "უხეირო დათუნია". განიხილეს კონკრეტული დეტალები და გაანალიზეს,დაახასიათეს პერსონაჟები, შეაფასეს მათი საქციელი და განმარტეს თავისი დამოკიდებულებები.გამოხატეს საკუთარი ემოციები,განცდები და ახსნეს.   









                                                          21.02.2019 წ.
თემა:რ.ინანიშვილის"ბედნიერება"
მიზანი:ტექსტის წაკითხვა;უცხო სიტყვების განმარტება;წაკითხულის გაგება-გააზრება;სოციალური უნარების განვითარება;

          მოსწავლეებს გავაცანი შეხვედრის თემა,მიზნები და დავურიგე ტექსტი.ბავშვებმა წაიკითხეს მოთხრობა,განმარტეს მათთვის გაუგებარი სიტყვები.ტექსტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე იმუშავეს წყვილებში.ყველა კითხვას ამომწურავად და არგუმენტირებულად უპასუხეს.გამოთქვეს საკუთარი დამოკიდებულებები წაკითხული ტექსტის მიმართ.ჯგუფებში მუშაობის დროს შეავსეს სქემა "რა არის ბედნიერება". ისაუბრეს საკუთარ ბედნიერებაზე და განმარტეს,რატომ თვლიდნენ ბედნიერებად.წყვილებმა გამართეს დისკუსია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.



















4 comments:

  1. საწრეო მუშაობა, რომელიც დისკუსიებსა და პრობლემაზე ორიენტირებულ საკითხებზეა აგებული, საუკეთესო აქტივობად მიმაჩნია. არაფორმალურ გარემოში მოსწავლეები მეტად გახსნილები არიან. წარმატებები მასწავლებელს და მოსწავლეებს!

    ReplyDelete
  2. მადლობა.შერჩეული თემატიკა მეხმარება განუვითარო მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები.

    ReplyDelete