საკლასო ოთახში

                                             განწყობისთვის     
                                          
ინტეგრირება (თემებით სწავლება)
მკვლევარები მიიჩნევენ,რომ ადამიანები უკეთ სწავლობენ როცა ესა თუ ის საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.ინტეგრირებული სასწავლო პროგრამებით მასწავლებლები მოსწავლეებს სთავაზობენ ერთსა და იმავე საგანს, მოვლენას შეხედოს სხვადასხვა კუთხით,რაც უადვილებთ სამყაროს შეცნობას. სწავლების ასეთი მიდგომა მართლაც ეხმარება მოსწავლეს დაანახოს,რომ  სამყარო და მოვლენები მის გარშემო ერთი მთლიანობაა და ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივად უკავშირდება ერთმანეთს.
ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გადავწყვიტე ამ კუთხით მემუშავა საკუთარ თავზე. თემებით სწავლება დამენერგა და განმეხორციელებინა სასწავლო პროცესში. შევადგინე რესურსი,რომელიც აერთიანებდა რამდენიმე დისციპლინას:ქართული ენა და ლიტერატურა,მათემატიკა,ბუნებისმეტყველება,მე და საზოგადოება და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი,იმუშავეს ლექსიკურ ერთეულებზე და პერსონაჟის რუკაზე(ისაუბრეს პერსონაჟის თვისებებზე,რომლის დასახასიათებლად არგუმენტები ტესტიდან მოჰყავდათ).მეორე გაკვეთილზე მოსწავლეები კენჭისყრით დავყავი ჯგუფებად.ერთი ჯგუფი მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის აქტივობებზე,მეორე-მათემატიკის,მესამე-ბუნებისმეტყველების,მეოთხე-მე და საზოგადოების,მეხუთე-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების აქტივობებზე.მესამე გაკვეთილზე ჯგუფებმა წარმოადგინეს ნამუშევრები და გააკეთეს პრეზენტაციები.
თითოეულ ჯგუფს მივეცი უკუკავშირი,ჯგუფებმა შეაფასეს საკუთარი გუნდის მუშაობა და ერთმანეთის ნამუშევრები.გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, მსჯელობდნენ მათთვის საკამათო საკითხებზე.
მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნა სწავლების ასეთი მიდგომა.მათ განივითარეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ეს გაკვეთილი დაეხმარა მათ ცოდნის გაღრმავებაში და ახალი ცოდნის მიღებაში.ვფიქრობ,კომბინირებული სწავლების მიდგომით შევძლებ ერთმანეთისგან განსხვავებულ  მოსწავლეებამდე ცოდნის მიტანას.
















სწავლა თამაშით
            დაწყებით საფეხურზე მოზარდის განვითარების თვალსაზრისით,დიდი როლი აკისრია სასწავლო თამაშებს.თამაში ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გააქტიურებას, უვითარებს ბავშვებს დაკვირვების უნარს,ყურადღებას,მეხსიერებას, სისტემურ აზროვნებას.
              სასწავლო თამაშები უყალიბებს მოსწავლეებს მოტივაციას,ინტერესს, ფანტაზიას, შემოქმედებითობას,ამაღლებს მათ ქმედითუნარიანობას.ხელს უწყობს სწავლის პროცესს და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მაღალ შესაძლებლობას.
             ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შევისწავლეთ ირმა მალაციძის "ციყვის სუპერმარკეტი." მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.მათ მოირგეს როლები.საკლასო ოთახში მოაწყვეს დახლები, გახსნეს მაღაზიები, გამართეს საცალო და საბითუმო ვაჭრობა.მაღაზიები ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას უწევდნენ,ბიზნესის განვითარებისთვის ეწეოდნენ სარეკლამო კამპანიას.ვაჭრობამ წარმატებით ჩაიარა და ბოლოს მოგებაც დაითვალეს. ექსპერტი მოსწავლე აკვირდებოდა დამწყებ ბიზნესმენებს,რომელმაც ბიზნესის უკეთ განვითარებისთვის მათ საინტერესო რჩევები მისცა.
            გაკვეთილმა საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ბოლოს მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი და ისაუბრეს იმ უნარ-ჩვევებზე,რომელიც მათ შეიძინეს თამაშით.

   








24.04.2019 წ.
ინტერვიუ პერსონაჟთან-მოსწავლეებმა მოირგეს პერსონაჟის როლები. დაუსვეს მათ საინტერესო შეკითხვები და პერსონაჟებისაგან საკმაოდ საინტერესო პასუხები მიიღეს.ამ აქტივობით ხელი შეეწყო მოსწავლეების შემოქმედებითი უნარის განვითარებას და საკითხის მარტივად გაგება-გაზრებას.






"მე და საზოგადოება" სე ჰქვია საგანს,რომელიც წელს შემოვიდა სკოლებში. საგანს,შემდეგი მიზნები აქვს:
დაეხმაროს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი; ასწავლოს, პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა;
ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ სამშობლოს სიყვარული თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება;
შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ზნეობრივად მოქმედების უნარი;
 საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშაოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.

თოქშოუ-ბავშვის "უფლებები და მოვალეობები"









                                           20.03.2019 წ.
თემა:"ჩვენ განსხვავებულები ვართ"
მოსწავლეებმა გაიხსენეს ტოლერანტობა და კაცთმოყვარეობა,იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე ცხოვრებაში.გამართეს დისკუსია- როგორ სამყაროში უკეთესია ცხოვრება,სადაც ყველაფერი ერთფეროვანია თუ მრავალფეროვანი? იმუშავეს ჯგუფებში.განიხილეს სიტუაციები,იმსჯელეს და გამართეს დისკუსია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.














თამაში:"მზე-სინათლის და სითბოს წყარო"
მოსწავლეებმა მოირგეს მზის,მზის სხივების,დედამიწის,ნიადაგის, წყლის, მცენარეების,ცხოველების და ადამიანის როლები.მასწავლებელი მთხრობელი კითხულობდა ტექსტს და მოსწავლეები ასრულებდნენ როლის შესაბამის მოძრაობებს.თამაშის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა,რომ მზის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია,მის გარეშე არ იქნებოდა სინათლე და სითბო,ვერ იარსებებდა დედამიწა და მასზე არსებული ცოცხალი ორგანიზმები.










პროექტით სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას.პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს ააქტიურებს პრობლემის გადაჭრის,ადაწყვეტილების მიღების, 
ძიების,დოკუმენტირების,მკვლევარის,შემოქმედებით და სხვა კუთხით.მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები.
წელს დავიწყეთ ახალი საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება,რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.სახელმძღვანელოს თემებიდან გამომდინარე გვიწევს სხვადასხვა მეთოდებით სწავლება,მათ შორის მინი პროექტების გაკეთებაც.ბავშვები  დიდი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან საინტერესო და ნაყოფიერ პროექტებში.
თემა:"მინი მუზეუმი კლასში"











ჯგუფური და წყვილებში მუშაობა
განათლების ზოგად კომპეტენციებში მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარი. ერთობლივი სწავლა  არამარტო იოლი და საინტერესოა,მნიშვნელოვნად ეფექტიანიც. 
ჯგუფური მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ იგი თითოეულ მოსწავლეს აძლევს აზროვნების, საუბრის და მოქმედების საშუალებას, რადგან სხვა ადამიანის მიერ დასმული თუნდაც მარტივი შეკითხვა უკვე წარმოადგენს ძლიერ სტიმულატორს შემეცნებითი და აზროვნებითი პროცესების გააქტიურებისთვის.წყვილებში და ჯგუფებში შესრულებული სავარჯიშოები ხელს უწყობს თანამშრომლობის ჩვევის განვითარებას. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებასა და გათვალისწინებას, კრიტიკულ შეფასებას, კომპრომისს, საკუთარი აზრის გამოთქმას, მის დასაბუთებას და ა.შ. ბავშვები ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალურ გამოყენებას.
















                                         06.03.2019წ.
მეთოდი-ტექსტის კითხვა წყვილებად დაყოფის მეთოდის გამოყენებით
ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მოსწავლეები დაწყვილდნენ.ტექსტის დამუშავების დროს მათ სხვადასხვა როლი შეასრულეს,ერთი მომხსენებელი იყო,მეორე-კითხვების დამსმელი.მომხსენებელმა მოსწავლემ წაიკითხა ტექსტი და მეწყვილეს გააცნო მიღებული ინფორმაცია.მეწყვილემაც წაიკითხა ტექსტი,მოუსმინა მომხსენებელ მეწყვილეს და და შემდეგ მიღებული ინფორმაციის შესახებ დაუსვა რამდენიმე შეკითხვა.შემდეგ მეწყვილეებმა გაცვალეს როლები.წყვილებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები სავარჯიშო რვეულებში.
ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, ყურადღებისა და პასუხისმგებლობის უნარები.გაუჩნდათ ინტერესი და მოტივაცია საგნის მიმართ.და რაც მთავარია,გაუმარტივდათ თემის/საკითხის შესწავლა.















რესურსი მნიშვნელოვანია ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. რესურსი მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესის გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებაში. განსაკუთრებით შედეგზე ორიენტირებულია,მაშინ როცა მოსწავლე თვითონ არის ჩართული რესურსის შექმნაში.








                                       22.03.2019 წ.
თემა:"შავი ზღვა"
მოსწავლეებმა თემის უკეთ აღქმისა და შესწავლის მიზნით სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადეს რესურსი.


























                                                                     23.04.2019 წ.
თემა:"რატომ  მოძრაობენ სხეულები" 
მოსწავლემ დაამზადა მანქანის მარტივი მოდელი.გააკეთა პრეზენტაცია:ისაუბრა მუშაობის ეტაპებზე,აღწერა მუშაობის პროცესში შექმნილი სირთულეები და გადაჭრის გზები. 




                       
                                      27.02.2019 წ.
        მოსწავლეების მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს სხვა გარემოში ჩატარებული გაკვეთილი.მოტივაციის ამაღლების მიზნით ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩავატარეთ კომპიუტერების ოთახში.მოსწავლეებს გავუზიარე learningapps.org-ში ჩემ მიერ შექმნილი რესურსები "ორგანიზმების დაჯგუფება","ნახევარსფეროების რუკა","ზღვები". მოსწავლეებმა რესურსებზე მუშაობით კიდევ ერთხელ განიმტკიცეს
და გაიღრმავეს ცოდნა კონკრეტულ თემებთან/საკითხებთან დაკავშირებით. გაკვეთილი ძალზედ ემოციური, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ყოველი წარმატებულად შესრულებული დავალების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდნენ.




















                                     
სპორტის გაკვეთილი- "გონების ჭიდილი"













                                                             21.02.2019 წ.









                                           21.02.2019 წ.









            

2 comments:

  1. შენი მუშაობის სტილით კიდევ ერთხელ ადასტურებ იმას, რომ მასწავლებელი და მოსწავლე მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობით შეძლებენ დასახულ შედეგზე გასვლას. აქტივობათა მრავალფეროვნება, მოსწავლეთა უშუალობა, მაღალი მოტივაცია-ყველაფერი მასწავლებლის დაუზოგავი შრომით არის მიღწეული. კიდევ და კიდევ წარმატებები.

    ReplyDelete
  2. გაიხარე,ქეთი!ჩემი მოსწავლეების დაკვეთაა ფერადი გაკვეთილები და მაქსიმალურად ვცდილობ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას.

    ReplyDelete