საწრეო მუშაობა-მათემატიკა































   წრე "ნორჩი მათემატიკოსები"   

             
                                          
                                          04.06.2019 წ.
თემა:დაფიქრდი,გაიაზრე!
მიზანი:ლოგიკურ ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;მაგალითების მიხედვით ამოცანების შედგენა.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს ლოგიკურ ამოცანებზე.ამოხსნის გზებს ხსნიდნენ არგუმენტირებულად და უზიარებდნენ ერთმანეთს.მაგალითების მიხედვით შეადგინეს ამოცანები(ჩამოაყალიბეს პირობა და კითხვა)და ამოხსნეს .










                                      28.05.2019წ.
თემა:ამოცანები მთელის ნაწილებზე
მიზანი:გამოყენებითი ამოცანებისათვის კითხვების დასმა და ამოხსნა.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს ამოცანებზე. სვამდნენ კითხვებს და ამოცანებს ხსნიდნენ მსჯელობით. პოულობდნენ მთელის ნაწილებს,აკეთებდნენ ჩანაწერებს  მოქმედებებითა და გამოსახულებებით.






                                          21.05.2019 წ.
თემა:მთელის ნაწილები.
მიზანი:წრის დახმარებით ნაწილის გაცნობა;მოცემული ნაწილების მართკუთხედებად გაფერადება;მთელის ნაწილების წაკითხვა.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურეად იმუშავეს დაფასთან და რვეულებში.მათ წაიკითხეს დაფაზე დაწერილი ნაწილები და გამოსახეს წრეებზე.გააფერადეს/დაშტრიხეს მოცემული ნაწილები მართკუთხედებზე.ჩაწერეს და წაიკითხეს მთელის ნაწილები.









                                         14.05.2019 წ.
თემა:"ამოცანების ამოხსნა გამოსახულებით"    
მიზანი: მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ალგებრული გამოსახულებების შედგენით;დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარება.  

მოსწავლეები ამოცანებს ხსნიდნენ ინდივიდუალურად.გამოსახულებით ამოხსნილ ამოცანებს უზიარებდნენ ერთმანეთს და მსჯელობდნენ ამოხსნის გზებზე. თითოეულ ამოცანაზე მოსწავლეებმა იმუშავეს დაფასთან.









                            
                                       07.05.2019 წ.
თემა:"ამოცანების ამოხსნა სხვადასხვა ხერხით"
მიზანი:მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ალგებრული გამოსახულებების შედგენით.   

მოსწავლეები ამოცანებს კითხულობდნენ ირინა ზაქარეიშვილის მიერ შედგენილი ელექტრონული რესურსიდან "ამოცანები"და დამოუკიდებლად ხსნიდნენ სხვადასხვა ხერხით (ადგენდნენ განტოლებებს,გამოსახულებებს), შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ და მსჯელობდნენ საკუთარი ამოხსნის ხერხების შესახებ.მოსწავლეებმა რამდენიმე ამოცანა ამოხსნეს ი.რუხაძის სახელმძღვანელოდან.იმუშავეს ამოცანის შედგენაზე.  













                        
                                       30.04.2019 წ.
თემა:ლოგიკური ამოცანები.
მიზანი:ლოგიკური ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების განვითარება; სოციალური უნარების განვითარება.

მოსწავლეებმა ლოგიკურ ამოცანებზე იმუშავეს წყვილებში.თითოეულმა წყვილმა იმსჯელა ამოცანების ამოხსნის გზებსა და ხერხებზე,რომელიც წარმოადგინეს ჩანაწერებისა და ჩანახაზების სახით.








                                     26.04.2019 წ.
თემა:მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა ქვეშმიწერით.
მიზანი:ქვეშმიწერით გაყოფა სამნიშნა რიცხვებზე;  

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეასრულეს ქვეშმიწერით გაყოფა.შემდეგ ერთმანეთს შეუსწორეს ნამუშევრები.შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში აძლევდნენ მითითებებსა და რეკომენდაციებს.იმუშავეს დაფასთან, მსჯელობით ამოხსნეს გაყოფის მაგალითები.











                                     
                                    16.04.2019 წ.
თემა:მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა ქვეშმიწერით.
მიზანი:ქვეშმიწერით გაყოფა ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებზე; ქვეშმიწერით გაყოფის მარტივი ფორმით გაცნობა;ქვეშმიწერით გაყოფისას ნულის გამოყენება.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეასრულეს ქვეშმიწერით გაყოფა.შემდეგ ერთმანეთს შეუსწორეს ნამუშევრები.შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში აძლევდნენ მითითებებსა და რეკომენდაციებს.იმუშავეს დაფასთან, მსჯელობით ამოხსნეს გაყოფის მაგალითები.










                                      02.04.2019 წ.
თემა:მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება ქვეშმიწერით.
მიზანი: მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება ქვეშმიწერით;ნულების მიწერის  დასაბუთება.

მოსწავლეებმა წყვილებში ინდივიდუალურად შეასრულეს სხვადასხვა ტიპის მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება,შემდეგ მათ გაცვალეს ნამუშევრები და შეუმოწმეს ერთმანეთს.მეწყვილეები ერთმანეთს უხსნიდნენ დაშვებული შეცდომების მიზეზს.შემდეგ მაგალითები ამოხსნეს დაფასთან მსჯელობით,ასაბუთებდნენ ნულების მიწერის პრინციპს.








                                     26.03.2019 წ.
თემა:მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება ქვეშმიწერით.
მიზანი: მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება ქვეშმიწერით;ნულების მიწერის  დასაბუთება.
მოსწავლეებს გავაცანი შეხვედრის თემა და მიზანი.მათ ინდივიდუალურად დამოუკიდებლად ამოხსნეს გამარავლების მაგალითები ქვეშმიწერით,დაფაზე დაწერილ მსგავს მაგალითებში იპოვეს შეცდომები,ახსნეს რა ტიპის შეცდომები იყო დაშვებული და შეადარეს საკუთარ ნამუშევრებს,იმსჯელეს ნულით დაბოლოებული რიცხვებისა და რიცხვის შუაში ნულზე გამრავლების თავისებურებებზე.
















                                                           19.03.2019 წ.
თემა:მრავალკუთხედის პერიმეტრი და ფართობი.
მიზანი:ფართობებთან და მოცულობებთან დაკავშირებული ამოცანების განხილვა; გამოყენებითი ამოცანების ამოხსნა.
მოსწავლეებს გავაცანი შეხვედრის თემა და მიზანი.მათ იმუშავეს წყვილებში თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილ ამოცანებზე. მოსწავლეებმა გაზომეს სხვადასხვა მრავალკუთხედი და გამოთვალეს პერიმეტრი და ფართობი. საკლასო ოთახის პერიმეტრისა და ფართობის გამოსათვლელად დაასახელეს შესაბამისი საზომი ერთეული.თითოეული ამოცანის ამოსახსნელად შერჩეულ მარტივ გზებს არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ. გამოთვალეს სამკუთხედის პერიმეტრი და დახაზეს იგივე პერიმეტრის მქონე კვადრატი.










                                

                                           05.03.2019 წ.
თემა:სახალისო მათემატიკა.
მიზანი:სახალისო ამოცანების ამოხსნა;ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება.თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მოსწავლეებს გავაცანი შეხვედრის თემა და მიზანი.დავურიგე თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი სახალისო სავარჯიშოები.მუშაობა მიმდინარეობდა წყვილებში. მოსწავლეებმა კარგად თავი გაართვეს სახალისო გეომეტრიულ დავალებებს. წყვილებმა წარმოადგინეს ნამუშევრები,რომლის ირგვლივ არგუმენტირებულად იმსჯელეს.სავარჯიშოებზე მუშაობა ნამდვილად სახლისო გამოდგა.














                                     26.02.2019 წ.
თემა:  თავსატეხი.
მიზანი: ლუის ბრაილის უსინათლოთა შრიფტის გაცნობა;ბრაილის შრიფტის აგებულებისა და პრინციპის გაცნობა-გამოყენება;დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა;დაფიქრებისა და ცდის გზით პრობლემის გადაჭრა.სოციალური უნარების განვითარება.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ბრაილის უსინათლოთა შრიფტის,მისი აგებულებისა და პრინციპის შესახებ. წაიკითხეს ამ შრიფტით დაწერილი,ასოები სიტყვები და წინადადებები.გაშიფრეს ბრაილის შრიფტით დაწერილი ფრაზები. მოიფიქრეს ბრაილის შრიფტის გამოყენებით შეტყობინებები,წყვილებმა გაუზიარეს ერთმანეთს და გაშიფრეს.შემდეგ ამავე შრიფტით გამოიყენეს რიცხვითი ნიშნები და შეადგინეს მაგალითები.დავალებები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სააზროვნო იყო.













     
                                                         
                                         19.02.2019 წ.                                                                   
თემა:  თავსატეხი.
მიზანი:  ანნა რიცხვების გაცნობა და ციფრებით შედგენა;ნაან რიცხვების ანალოგიების შედგენა;ანნა და ნაან რიცხვების სხვაობების ანგარიში შედეგების კვლევა;სამკუთხედების,მართკუთხედებისა და კვადრატების აღმოჩენა და მათი წვეროების დასახელება;გეომეტრიული ფორმების შედარება სიდიდის მიხედვით;მიზანში მოხვედრის ალბათობის გამოთვლა;გამოყენებითი ამოცანების ამოხსნა;თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მოსწავლეებს ვესაუბრე საწრეო მუშაობის მიზნების,ამოცანებისა და სამუშაო პროგრამის შესახებ.გავაცანი პირველი შეხვედრის თემა და მიზნები. მათ შესასრულებელი სავარჯიშოები დავურიგე თაბახის ფურცელზე,რომელზეც უნდა ემუშავათ წყვილებში.
მოსწავლეებს განვუმარტე"ანნა" რიცხვები.შემდეგ შეადგინეს ანალოგიური "ნაან" რიცხვები,გამოიანგარიშეს ამ რიცხვების სხვაობები და სიდიდის დალაგების შემდეგ გამოიკვლის შედეგები.გეომეტრიულ დავალებებზე  მუშაობისას ბავშვებმა ახსნეს როგორ უნდა აღწერონ სამკუთხედი,მართკუთხედი და კვადრატი ბოლო წერტილის მიხედვით. განსაზღვრეს ნასროლი ისრის ალბათობა რომელ სამიზნეზე იყო მეტი და რომელზე ნაკლები.
საინტერესო აღმოჩნდა მუშაობის პროცესი.ბავშვები თითოეულ საკითხზე მსჯელობდნენ,კამათობდნენ,გამოთქვამდნენ საკუთარ არგუმენტებს. ემოციურად ხვდებოდნენ თითოეულ სწორად შესრულებულ დავალებას.დასასრულს აღნიშნეს,რომ დღევანდელი დავალებები მართლაც თავსატეხი იყო,თუმცა საინტერესო და სახალისო.

















3 comments:

  1. ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება და მათი ტრანსფერი ცხოვრებაში დღევანდელი გადმოსახედიდან პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც სწორად დაგეგმილი თითოეული აქტივობა შენს მოსწავლეებს დაეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში. მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ სწავლების შემდეგ საფეხურზე სიახლეებთან შეჭიდება.

    ReplyDelete
  2. მადლობა,ქეთი!ვცდილობ,მოსწავლეებს განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

    ReplyDelete
  3. გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete