არაფორმალური გარემო

                                         10.05.2019 წ.
მოეწყო სასწავლო ექსკურსია აბრეშუმის მუზეუმში, რომლის მიზანი იყო პეპლის სასიცოცხლო ციკლის ძირითადი ეტაპების გაცნობა.მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ისტორიას.მათ აბრეშუმის დარბაზში მიიღეს ინფორმაცია პეპლის განვითარების სასიცოცხლო ციკლის ძირითად ეტაპებზე,აბრეშუმის ძაფის წარმოებაზე,ბუნებრივ და ხელოვნურ საღებავებზე, რომლითაც ღებავდნენ ძაფს,მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია თუთის ხის შესახებ,ნახეს თუთის ხისგან დამზადებული საკრავები და
დაათვალიერეს აბრეშუმის ჭიის სახლების მაკეტები. ნახეს ფილმი "ოთხი სიცოცხლე." მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა განამტკიცეს საგანმანათლებლო თამაშითა და ბუკლეტების დამზადებით.ბოლოს დაათვალიერეს ნიჟარების კოლექცია.საკმაოდ ნაყოფიერი,საინტერესო,სასარგებლო და ემოციური აღმოჩნდა სტუმრობა აბრეშუმის მუზეუმში.მადლობა მუზეუმს გულთბილი მასპინძლობისთვის.


































                                      02.04.2019წ.
დღეს 4/1 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს.დაათვალიერეს სასახლის მუზეუმი (ლაღიძის მუსიკალური დარბაზი,გოგებაშვილი კუთხე, გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრები,ცნობილი მეფეებისა და მსახიობების სამოსები და სხვა).მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები სასახლის დაარსების,ბერიკებისა და ქართული თოჯინების შესახებ.შემდეგ სახელოსნოში სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადეს თოჯინები და ბერიკების ნიღბები.მოსწავლეებმა გაიხსენეს  საკითხები ხელოვნებიდან და შეიძინეს ახალი ცოდნა.მათთვის მეტად ემოციური და სახალისო აღმოჩნდა პრაქტიკული მუშაობა.
























2 comments:

  1. არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. წარმატებები.

    ReplyDelete